პრესოთერაპია

პრესოთერაპია წარმოადგენს ლიმფოდრენაჟს,რომელიც ხორციელდება პნევმომასაჟორის გამოყენებით.მნევმომასაჟორი გამოიყენება ზედა და ქვედა კიდურებზე.                                                                                    პრესოთერაპია ეს არის წონის კორექციის აპარატურული მეთოდი,რომელიც მიჩნეულია ყველაზე ეფექტურად,სხვადასხვა სახის შეშუპების შესამცირებლად,შეუცვლელია ჭარბი წონის და ცელულიტის სამკურნალოდ,რადგან პრესოთერაპია ხსნის ცხიმის გამომწვევ ძირითად მიზეზს,სხეული თავისუფლდება ზედმეტი ცხიმისა და სითხისგან არამხოლოდ ქსოვილებიდან ,არამდედ უჯრედშორისი სივრციდან,რაც გვიადვილებს სწრაფად და ჯანსაღად წონის დაკლებას,და პრობლემური ზონის კორექციას.პროცედურა არის ძალიან სასიამოვნო და მისი დასრულებისთანავე თქვენ გრძნობთ საოცარ სიმსუბუქეს და ფორმების ცვლილებას.                                                     პრესოთერაპიის ჩვენებებია-ქრონიკული შეშუპება,ცელულიტი,ვენური უკმარისობა,რევმატოიდური ართრიტი,სხეულის კორექცია,სტრესული მდგომარეობა,სისუსტე,დაღლილობა და უძილობა,პოტენციის დაქვეითება ,პროსტატის პროფილაქტიკა.                                                                                                                                                                                               პროცედურა აუმჯობესებს არტერიული და ვენური სისხლის მიკროცირკულაციას,ასევე აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ხდის გლუვს და ელასტიურს,                                                                                               პროცედურის ჩატარებისას პაციენტი იფუთება სპეციალურ თერმოკომბინიზონში,ჰაერის წნევის ცვალებადობით და ინფრაწითელი მოქმედებით მიიღწევა ანტიცელულიტური ეფექტი, პროცედურა უმტკივნეულოა და არააქვს უკუჩვენება ვარიკოზული დაავადებების დროს.როგორც წესი ინიშნება კომპლექსური მიდგომის დროს -სხვა პროცედურებთან ერთად.პროცედურის რაოდენობას განსაზღვრავს ექიმი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.